კერძო საბავშვო ბაგა-ბაღები ხელისუფლების მხრიდან ფინანსური დახმარებას და ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

დახურვის პირას მყოფი კერძო ბაღები კი შველას ითხოვენ - კერძო ბაგა-ბაღების ასოციაცია გაუსაძლისი კრიზისის შექმნაში ხელისუფლებას ადანაშაულებს, ზარალის საკომპენსაციოდ ფულად დახმარებას, სესხების გადავადებასა და საიჯარო ხელშეკრულების გადახედვას ელოდება.

"უბრალოდ გვინდა, რომ მთავრობა დაგვიდგეს გვერდით, გვითხრას რამდენ ხანს იქნება ჩვენი შეზღუდვა. იყოს ჩვენთვისაც დაფინანსება, იმიტომ რომ კერძო ბაღებზე არანაირი ფინანსური დახმარება არ არის. სახელმწიფო ბაღებს თვითონ სახელმწიფო კურირებს, იქ მომუშავე პერსონალს არ უწყდება ხელფასი და ჩვენ თვითდასაქმებულები ვართ, ჩვენ ვქმნით ამ მცირე ბიზნესს, ამიტომ გვჭირდება ფინანსნური მხარდაჭერა და ბანკებთან შუამდგომლობა. კერძო ბაღს არ აქვს საშუალება იჯარა გადაიხადოს, დაიხურება და გაუქმდება," - ამბობს საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ანასტასია ხვიბლიანი 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. 

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

შეზღუდვების სრული სია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი