კოვიდინფიცირებული 70 წლის ქალი ასთმით, 4 დღეა სასწრაფოს ელოდება

გამოქვეყნდა:

დახმარებას უშედეგოდ ელოდება, კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის ქალი სოფელ აღარიანში - ოჯახი მეოთხე დღეა საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. ურგუია ბაირამოვი კორონავირუსთან ერთად, ქრონიკული ასთმითაც არის დაავადებული, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

"112-ზე რამდენჯერ დარეკა ჩემმა შვილმა, არ მოვიდნენ, რომ საავადმყოფოში წამიყვანონ, როგორ უნდა გამოვჯანმრთელდე?! მეთორმეტე თუ მეცამეტე დღეა ცუდად ვარ. სიცხე თუ გაქვს სასწრაფო არ მოდის. ერთხელ მოვიდა, ნოშპა გამიკეთა და წავიდა, სიცხე საერთოდ არ მაქვს, ძალიან ცუდად ვარ, ყველაფერი მეწვის," - ამბობს ურგუია ბაირამოვი

ოჯახი ამბობს, რომ არაერთი გამოძახების მიუხედავად, მათთან სასწრაფო არ მისულა. 

"მინდა გადავიყვანო საავადმყოფოში, იმიტომ რომ აქვს ქრონიკული ბრონხული ასტმა და აქ ვერ ვუმკურნალებ, მოკვდება. საავადმყოფოში ვრეკავ და არავინ არ მოდის, არსად არ მიჰყავთ ერთი კვირაა სახლშია. "პოლის ჯოხზე" ჩამოკიდებულ გადასხმებს ვუკეთებთ, მართლა რომელ საუკუნეში ვართ და ვცხოვრობთ, ერთი კრაოტი არ აქვთ, რომ წავიყვანო? რაც საჭიროა გადავიხდი, გვიშველონ რამე", - ამბობს ურგუია ბაირამოვის შვილი. 

კასპის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამტკიცებენ, რომ დაწესებულებაში შეტყობინება საერთოდ არ შესულა და ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოძახების შემთხვევაში ადგიზლე ყოველთვის მიდის. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით  2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი