ცესკო დღეს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს - ოპოზიცია სამოქმედო გეგმებზე მსჯელობს

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, 3 დეკემბერს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გააფორმებს, ოპოზიცია კი "ლელოს" ოფისში იკრიბება და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს. მათი თქმით, პოზიციები ერთიანია და მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იმიტომ ჭიანურდება, რომ მმართველ გუნდს კონკრეტული წინადადება არ აქვს.

"ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წამოსვლა, იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მყარი, და მყარი არის იმიტომ, რომ ხალხის განწყობა არის შესაბამისი. გაყალბდა ამ ქვეყანაში არჩევნები ხალხო, გაყალბდა, გადაიწერა, გადაიჯღაბნა, ეს არის რეალობა, ამ რელაობას ვინც სხვაგვარად შეაფასებს, ის იქნება მხოლოდ დამარცხებული", - თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ. 

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მესამე რაუნდზე ხელისუფლების წინადადებას ელოდებიან, რომელსაც შემდეგ ოპოზიცია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მოთხოვნები იგივეა და მსჯელობენ, როგორ წარსდგნენ ელჩებთან ისე, რომ ეს არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის.

პოზიციები იგივეა მმართველ პარტიაშიც, "ქართული ოცნება" ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტში შევიდეს და მუშაობა საკანონმდებლო ორგანოდან გააგრძელოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი