ტურიზის სექტორიში დასაქმებლები შველას ითხოვენ და სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც თავს ტურისტებზე ბინის გაქირავებით ირჩენდა ამბობს, რომ რამდენიმე თვეა შემოსავალი არ აქვთ და საბანკო ვალდებულებების გასტუმრებას ვერ ახერხებენ.
"აღმოჩნდა ისე, რომ პირველი პანდემიის დროს გადაგვივადეს სესხები და დღეს ვეღარ გვივადებენ. ბანკებმა რესტრუქტურიზაცია შემოგვთავაზეს, რაც ახალ სესხს და პროცენტის გაზრდას ნიშნავდა, მე თუ დღეს შემოსავალი არ მაქვს, დაკეტილია ბინა, გრძელვადიანადაც ვერ ვაქირავებთ. დავკარგავთ ქნოებას", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
სექტორში დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან ფინანსურ დახმარებას ან ბანკებთან შუამავლობას ელიან. მთავრობას მათთვის ჯერ კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებია.