ახალი კორონავირუსის გავრცელებასან ერთად რეგულაციები მკაცრდება

გამოქვეყნდა:

თბილისში დიდი სავაჭრო ცენტრები იხურება – თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, გალერეას თბილისის, მერანი მოლის და სითის მოლის დახურვის რეკომენდაცია სააკორდინაციო საბჭოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მისცა. საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გახარიას სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ელოდებიან და ახალი შეზღუდვები ამიტომ წესდება.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შეიზღუდება ტაქსების მოძრაობა თბილისში, თუმცა მას ჯერ მთავრობის ადმინსიტრაციაში ოფიციალურად არ ამბობენ. დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელმა დღეს მიანიშნა, რომ ეტაპობრივად დაიხურება ყველაფერი, აფთიაქების, სუპერმარკეტების და კვების ობიექტების გარდა.  

მთავრობა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთ ზრდას ელოდება. ხელისუფლება ფიქრობს, რომ სახელმწიფო ბალანზე მყოფი საავადმყოფოების საწოლები საკმარისი არ იქნება და დახმარება კერძო კლინიკებიდან საჭირო იქნება. დღეს კერძო კლინიკები მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა დაიბარა და მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო. ირკვევა, რომ კორონავირუსის გავრცელების მეორე ეტაპისთვის 1000–დან 1500-მდე  სამედიცინო საწოლის გამოთავისუფლება იქნება საჭირო. 

ქვეყანაში ხელოვნური სუნთქვის 2000-მდე  აპარატია. ამ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცემნტრი დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, მაგრამ რამდენი აქვს სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფ საავადმყოფოებს და რამდენი კერძო კლინიკებს, ამას ამირან გამყრელიძე ვერ აკონკრეტებს. თუ კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ რომელიმე კერძო კლინიკების ჩართვა გახდება საჭირო, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკას 24 ან 48 საათით ადრე უნდა შეატყობინოს.

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ 19-ის აგრესიული ტესტირებისთვის ემზადება. კორეული მეთოდით კორონავირუსის დადგენა 22 მარტიდან იქნება შესაძლებელი. მთავრობა ჩინეთიდან და კორეიდან საჭირო ტესტების ჩამოტანას კვირის ბოლოს ელოდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი