
"ქართული ოცნება" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ოცნების" წევრმა კახა კუჭავამ, დღეს, 3 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელი საქართველოს საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოხატონ საკუთარი პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით- ამბობს კუჭავა.
"ოცნება" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ბრალს სდებს ქვეყნის მთავარი პარტნიორებზე "თავდასხმაში".
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებზე თავდასხმებისგან. საინტერესოა და კითხვა ჩნდება, თუ რას უწუნებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებებში ითხოვენ მათ მხარდაჭერას? რა თქმა უნდა, მათი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ყველა ის უკანონო ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს: ძალადობრივი შეტევები პარლამენტზე, ცესკოზე, სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად დადგენილი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა, რომ იქნას შეფასებული დემოკრატიისა და კანონიერების დაცვად, თუმცა ეს ასე ვერ იქნება. ასეთი ადამიანები, თავს უფლებას აძლევენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერების სრულუფლებიან წარმომადგენლებს დაესხან თავს და მოსთხოვონ მას თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადოს, ხოლო დამარცხებული გამარჯვებულად სცნონ," - თქვა კუჭავამ.
აქვე გეტყვით, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდს ელოდება, რომლის ჩატარების თარიღი ამ დრომდე უცნობია.
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: