ხმაური და დაპირისპირებაა ან წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან სადაც სამოქალაქო აქტივისტები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას და პასუხებს ითხოვენ. აქციის მონაწილეებს შენობაში ასვლის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ.
"მკვლელო, ოროსანო ტიკარაძე, გამოდი და შეხვდი ხალს", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მინისტრმა ან დროულად მიიღოს ზომები ხალხის დასახმარებლად ან გაადადგეს.
"ხალხი იხოცება, დღეს მოთმინებაა დანაშაული, მოვედით რომ ჩამოვიდეს, ის აუცილებლად უნდა გადავაყენოთ, სასწრაფოებს ვეღარავინ ვეღარ მიჰყვათ, იძხის, რომ საწოლები აქვთ და შიგნით ვეღარავის აწვენენ. ავადმყოფი არის უამრავი", - ამბობს აქციის მონაწილე.
პროტესტის მიზეზი კორონავირუსით 19 წლის თეკლა თორდიას და 24 წლის ნინო გულიაკშვილის გარდაცვალებას მოჰყვა.
დაცვა აქტივისტებს მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან შესვლის საშუალებას არ აძლევს და ეუბნება, რომ ის და მისი მოადგილე შენობაში არაა.