EMC მაჩალიკაშვილის საქმეზე: გომელაური და გოგაშვილი პროკურატურამ ფორმალურად დაკითხა

გამოქვეყნდა:

გომელაური და გოგაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურამ ფორმალურად დაკითხა და არც ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამს. სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვის ოქმები ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)შეისწავლა და დაადგინა, რომ დაკითხვის მიზანი არა გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაციის მოპოვება, არამედ უბრალო ფორმალობა იყო. 

საქმე ეხება, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საწოლში ჩაცხრილეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე აგვისტოს თვეში გამოიკითხნენ სპეცოპერაციის დროს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი მაშინდელი მოადგილე სოსო გოგაშვილი, ასევე სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე და მისი მოადგილე პაატა ჯაჭვაძე.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმი EMC-მ პროკურატურიდან გამოითხოვა. დოკუმენტი კი სულ სამ გვერდიანია და თითოეული მაღალჩინოსნის გამოკითხვის ოქმი თითო გვერდისგან შედგება.

პროკურატურის მხრიდან დასმული კითხვების შინაარსი ძირითადად ფორმალურია, გამოძიებას მაღალჩინოსნებისთვის არ დაუსვამს არც ერთი კონკრეტული შეკითხვა, რაც ნათელს მოფენდა აღნიშნულ საქმს, შესაბამისად ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ არ აქვთ იმედი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს, ნათელი მოეფინება.

დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ დუისში სპეცოპერაციის ადგილას მხოლოდ პაატა ჯაჭვაძე, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე იმყოფებოდა და სხვა მაღალჩინოსნების ინფორმაციას ის აძლევდა.

"არ იყო დასმული მათ შორის ის კრიტიკული კითხვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს სუს-ის უკანონო ინტერვენციასთან დაკავშირებით, გამოძიების პროცესში - ჩხრეკა-ამოღების ჩატარება სუს-ის მიერ საეჭვო ვითარებაში. რასაც აჩვენებს საქმის მასალები ის, რომ დროული სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს თემირლანს, მისთვის მიყენებული დაზიანებების სათანადო აღრიცხვა არ მოხდა, რის გამოც ჩვენ დაგვჭირდა სროლის მანძილის განსაზღვრა" აცხადებს მიქელაძე.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ყურადღებას ამახვილებს სპეცოპერაციის ადგილას აღმოჩენილ ხელყუმბარასა და თემირლანის ყურსასმენებზე:

"ხელყუმაბარა არის შემოტანილი. იმიტომ იქნა დარეკილი ზარი, რომ სასწრაფო მოსულიყო ომალოში, არა დუისში, რომ ამითაც მოეგოთ ის პერიოდი, სანამ მიიტანდნენ ხელყუმბარას. ხელყუმბარა პირველად ვნახე მე. რომ შემიყვანეს 3 საათიანი ტყვეობის შემდგ, მე ვნახე და დავუსვი შეკითხვა, სისხლიანი ლოგინი, დასისხლიანებული ტელეფონი, დასისხლიანებული ყურსასმენები, რომელზეც დღეს არავინ არ საუბრობს, იმიტომ, რომ ყველაზე ხელჩასაჭიდი ამბავი ეს არის, თემირლანს ყურსასმენები ეკეთა. ის ვერ გაიგებდა სპეცრაზმის შესვლას" განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სუს-ის მაღალჩინოსნების გარდა მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხული არიან სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელებიც, თუმცა მათი გამოკითხვის ოქმებს პროკურატურა არ ასაჯაროებს. როგორც EMC-ის საგამოძიებო უწყებამ განუცხადა, ჩვენებები საიდუმლო ინფორმაციებს შეიცავს

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი