„მთავარის“ ექსკლუზივი – ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, მთავრობის ადმინისტრაციაში კი საგანგებო თათბირი მიმდინარეობს.
საგანგებო თათბირი მთავრობის ადმინისტრაციაში. ხელისუფლების ყველა უმაღლესი პირი, უცხოელი დიპლომატები და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები ამ წუთებში პრემიერ–მინისტრის კაბინეტში არიან შეკრებილი. შეხვედრას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, უმაღლესი ხელისუფლება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას განიხილავს.
უცნობია, რაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, აქვს თუ არა ხელისუფლებს უკვე რაიმე დამატებითი ინფორმაცია ეპიდემიის შესახებ, რომელიც უბიძგებს, რომ მიიღოს ხისტი გადაწყვეტილება.