"მუშკეტერებს" კრიტიკა აღიზიანებთ - თენგიზ ცერცვაძე ქართველი ექიმების წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე კოლეგებს ურჩევს, თავიანთ საქმეს და იმ ქვეყნებს მიხედონ, სადაც მუშაობენ. სამი მუშკეტერიდან ერთერთი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიას წარმატებით უმკლავდება.

კიდევ ერთი მუშკეტერისგან განსხვავებით, თენგიზ ცერცვაძეს დღეს, მართალია, კუბოები არ დაუთვლია, მაგრამ შეეცადა,  მაღალკვალიფიციური კოლეგების კომპეტენტური კრიტიკა ისევ პირადი საქმის გარჩევად გაესაღებინა.  

თენგიზ ცერცვაძის კრიტიკის მიზეზი ის გახდა, რომ საზღვარგარეთ, პრესტიჟულ კლინიკებში დასაქმებულმა ქართველმა ექიმებმა კორონავირუსთან ბრძოლისათვის საქართველოს ჯანდაცვის მიერ შედგენილი სისტემა გააკრიტიკეს. 

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსმა ექიმმა, ირმა კვიცარიძემ დღეს თქვა, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამასთან, ირმა კვიცარიძემ საქართველოში მოქმედი კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლი და დექსამეტაზონით პაციენტის მკურნალობა მოძველებულად მიიჩნია.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგიების პოლიტიკას აკრიტიკებენ არა მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმები, არამედ, ხარვეზებს კარგად ხედავენ საქართველოში მოღვაწე ექიმები და ე.წ. სამი მუშკეტერის მეთოდებს კომუნისტური სისტემის გადმონაშთად აფასებენ. 

"მათ არ სჯერათ განვითარებული მედიცინის და უნდათ, რომ თავიანთიკვლევებით მართონ ქვეყანა. თავიანთი კვლევებით მიღებული შედეგები და ცდებით დღეს არის სახეზე გარდაცვალებისა და დაავადებულების რაოდენობა", - ამბობს გენეტიკის ლაბორატორიის დამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე.

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმები, კრიტიკას და შეურაცხყოფას იღებენ, როგორც წესი, არა მხოლოდ ინფექციონისტებისგან და ეპიდემიოლოგებისგან, არამედ, მათ წინააღმდეგ "ტროლების ქარხანაც" მუშაობს. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით  2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი