საერთაშორისო კომპანია International SOS-მა ის ქვეყნები გამოავლინა, რომლებშიც COVID-19-თან დაკავშირებული რისკები ყველაზე მაღალია.
კომპანიის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც კორონავრიუსით მიყენებული ზიანი და პანდემიის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული რისკები შეფასებულია, როგორც "ძალიან მაღალი".
სპეციალისტების მიერ შედგენილ რუკაზე იასამნისფრად ის ქვეყნებია მონიშნული, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, ვარდისფერი კი - ყველაზე მაღალ რისკს აღნიშნავს. ამ ფერით სპეციალისტებმა მხოლოდ საქართველო მონიშნეს.
International SOS ვარდისფერს ასე განმარტავს: "ბიზნეს ოპერაციები მკაცრად შეზღუდული ან დროებით შეუძლებელია. მუშაობს მხოლოდ აუცილებელი ბიზნესი".
რუკის მიხედვით, დაბალი რისკის სახელმწიფოების სიაში ჩინეთი, კანადა, ავსტრალია, თურქეთი, ნორვეგია და ფინეთი მოხვდნენ. მაღალი რისკის სახელმწიფოებში კი რუსეთი, უკრაინა, რუმინეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ავსტრია შედიან.
მოგზაურობისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნად შეფასდა, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუკაზე წითელ ფრად მოინიშნა, რაც ტურისტებისთვის მაღალი საფრთხის შემცველ ტერიტორიებს აღნიშნავს.
ცნობისთვის, შეფასებისას ორგანიზაციამ სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის პანდემიის მართვით, მისი უარყოფითი შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობით, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასა და ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით იხელმძღვანელა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.
მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.