თუ გყავს ვინმე სამინისტროში დაურეკე და დაგაწვენენო, ისე არ ხდებაო - COVID-19-ით ინფიცირებული 

გამოქვეყნდა:

კოვიდინფიცირებული მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, საკუთარ თავზე გამოსცადეს და დარწმუდნენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ მუშაობს და ინფიცირებულ ადამიანებს წირავს.

ერთერთი მოქალაქე, გიროგი ილაშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ სასწრაფოს ექიმმა მას ურჩია, ჯანდაცვის სამინისტროში ჰოსპიტალიზაციის მიზნით ნაცნობი გამოენახა.

"მითხრეს, რომ ჩვენ ვერანაირ კლინიკაში ვერ მიგიყვანთო. ვითხოვდი, რომ ფილტვებზე რედგენი გადაეღოთ, სავარაუდოდ, ვიცოდი, რომ პნევმონია მქონდა. ჩვენ არ შეგვიძლიაო, თუ გყავს ვინმე სამინისტროშიო დარეკეო და დაგაწვენენო, ისე არ ხდებაო, აი ასე მითხრა, სიტყვა სიტყვით, სასწრაფოს ექიმმა. სიმართლე ის არის, რომ მკვლელები არიან, ტიკარაძე არის მკვლელი, რომ ადამიანებს, თავის დროზე, არ უგზავნის სასწრაფოებს და არ აქცევს ყურადღებას," - ამბობს გიორგი ილაშვილი

ერთერთი მოქალაქე თამუნა ახობაძის თქმით, COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახის წევრს ვერ უშველა, რადგან ინფიცირებული ვერც საავადმყოფოში გადაიყვანა და ბინაზე, არც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება არ მივიდა. 

"მაღალი სიცხე, ძლიერი ხველა, კორონავირუსი დადასტურებული ჰქონდა, სასწრაფოს ექიმს ვეხვეწე, რომელიმე ქალაქში, რომ წაიყვანოთ, დახმარება გაუკეთოთ, მე სახლში რა გავაკეთო-მეთქი. ასე მითხრა - სად წავიყვანო, სად ვატარო, სასწრაფოთი ქუჩაში ხომ არ ვატარებო და ორ დღეში დედა მომიკვდა," - ამბობს თამუნა ახობაძე. 

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი