
ჯანცვის სისტემას სტუდენტებიც უპირისპირდებიან. მათი უმაყოფილება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ახალგაზრდა შეეწირა კორონავირუსს, ამის მიზეზად კი სფეროს გაუმართაობას ასახელებენ. სტუდენტები დღეს, 4 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის გამართვას გეგმავენ, სადაც ამ უწყების მუშაობას გააპროტესტებენ.
"ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა, იღუპებიან ახალგაზრდები. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ ტიკარაძე და ის მუშკეტერები, რომლებიც მას ჰყავს წავიდნენ და დაბრუნდნენ ის წარმატებული ექიმები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ წავიდნენ ქვეყნიდან, რომ კორუფციულ სისტემაში მუშაობა არ სურდათ", - თქვა სტუდენტური ომბუდსმენის დამფუძნებელმა, თაკო მეტრეველმა.
სტუდენტებს მინისტრთან კითხვებიც აქვთ, რატომ ვერ იღებენ ინფიცირებული ადამიანები დროულ და სათანადო სამედიცინო დახმარებას, რატომ არის საჭირო გავლენიანი ნაცნობი, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისთვის და რა დააშავეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ასეთი ნაცნობები არ ჰყავთ.
თაკო მეტრეველის თქმით, აქციზე მათ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან შეუერთდებიან.