რამიშვილი პროკურატურაში სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს გაეცნობა - ბაჩალიაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დღეს ქალაქის პროკურატურაში სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს გაეცნობა. კადრები ბაჩალიაშვილის გადაადგილებაზე თვალთვალს ეხება.

რამიშვილის განმარტებით, ოპერატიული სანომრე ნიშნით მოძრავ ავტომობილში მყოფი ყველა თანამშრომლი არ არის გამოკითხული. უფლებადამცველი აპირებს მოითხოვოს მათი გამოკითხვა და მათივე გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოძიება.

თითო ავტომობილში ისხდნენ, სულ მცირე, 3 თანამშრომელი და მხოლოდ და მხოლოდ დაკითხულია 3 თანამშრომელი, რომლებიც ძალიან საეჭვო ჩვენებებს იძლევიან, - ამბობს მიხეილ რამიშვილი 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.  გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი