პარტია "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ მისმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარტიის Facebook ჯგუფში დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.
"სალამი მეგობრებო მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა", - წერს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში კამათი გამოიწვია პედოფილიასთან დაკავშირებით იაგო ხვიჩიას განცხადებამ. ამ თემას მოგვიანებით ზურა ჯაფარიძეც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ განცხადება არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის გამო.
დამატებითი დეტალები, თუ რას აპირებს პარტია ჯერ უცნობია.