აშშ-მ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი აჩუქა

გამოქვეყნდა:

COVID-19 პანდემიის მართვაში, საქართველოს მედიცინის მუშაკების დასახმარებლად აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში, აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდუად მაღალი - 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით  2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 41 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი