სიცხე ჰქონდა, ვერ დგებოდა, ყველა ექიმმა აგოს პასუხი - ბათუმში გარდაცვლილი ქალის ოჯახი

გამოქვეყნდა:

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, მდგომარეობის უეცარ დამძიმებას კი ისინი ექიმების უყურადღებობას და არასათანადო მკურნალობას უკავშირებენ. 

"დაუგვიანეს მკურნალობა ბათუმის სამშობიარო სახლში, ერთი კვირა იქ იწვა, თურმე ოფლში იწურებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა, რატომ არც ერთმა ექიმმა არ მოიკითხა, მე მქონდა დირექტორთან საუბარი – "კარგად არის, კარგად არის". ბატონმა უნგიაძემაც ბევრჯერ მითხრა ჩემი შვილის მკურნალობა დააგვიანა იმ სამშობიარობ. იმ დღეს ვინც იყო ექიმები ყველამ აგოს პასუხი", – ამბობს გარდაცვლილის დედა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტი ოჯახს წერდა, რომ ექიმები მას უყვიროდნენ თავის თავს თვითონ დახმარებოდა, ასევე, ღამით პაციენტთან ექიმები არ შედიოდნენ.

"წამიყვანეთ იქ სადაც კარგად მიმკურნალებენ, შემოდიან 24 საათში ერთხელ, ექიმები ამბობენ არ ვიშურებთ არაფერს მასთან ერთად ვართ", – ასეთ წერილს გზავნიდა საავადმყოფოდან რუსუდან კოკობინაძე.

ბათუმის სამშობიარო სახლი "მთავართან" კონტაქტზე არ გამოდის და ზარებს არ პასუხობს.

31 წლის რუსუდან კოკობინაძე COVID-19-ით გუშინ საკეისრო კვეთიდან ერთ კვირაში დაიღუპაახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის მტკიცებით, პაციენტს ვირუსის გამო ფილტვი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც სუნთქვის უკმარისობა განუვითარდა, მოგვიანებით კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი