ექიმების უყურადღებობასა და არასწორ მკურნალობაზე საუბრობენ ნინო გულიკაშვილის ოჯახის წევრები. 24 წლის გოგოს ხვალ, 5 დეკემბერს, დაკრძალავენ, მანამდე ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. გადაწყვეტილება ოჯახმა მას შემდეგ მიიღო, რაც მცხეთის სამედიცინო ცენტრმა, სადაც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდნენ, მათი ყველა ბრალდება უარყო.
გარდაცვლილის ძმა, პაატა გულიკაშვილი ამბობს, რომ ოჯახს ექიმი პაცინეტის შესახებ იფნორმაციას არ აწვდიდა და არც ეკონტაქტებოდა.
"კონტაქტი მქონდა მხოლოდ საკუთარ დასთან და ექიმი არ გვეკონტაქტებოდა, არც ტელეფონს პასუხობდა, პალატის ექიმი ვინც იყო. ორშაბათს უნდა გადაეღოთ "კატე" და ამის შემდეგ უნდა გამოეწერათ, დილით კი, ასეთი რაღაც მოხდა. თვითონაც კი არ დაურეკიათ, რომ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ნათესავმა დარეკა მიმღებში და იქიდან გავიგეთ, ესეც წვალებით - თქვენს გამო პალატები გავიარო, რომ რეანიმაციის ნომერი გაგიგოთო?!," - თქვა პაატა გულიკაშვილმა
კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა, თბილისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე წუხელ გარდაიცვალა.
"მთავარ არხს" ყოველდღე სულ უფრო მეტი მოქალაქე უკავშირდება და სუბრობენ, რომ ვერ ახერხებენ კოვიდ მიმღებ კლინიკებში თავისუფალი საწოლი ადგილების პოვნას. მათივე თქმით, ბინაზე არ მიდის სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდუად მაღალი - 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 152 704 გახდა.