ოპოიზიციის ლიდერები ელჩებთან მოლაპარაკებებზე ახალი წინადადებით მივლენ, თუმცა რა იქნება ეს შეთავაზება ამაზე ჯერ არ საუბრობენ. უცნობია გაიმართება თუ არა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი დღეს, თუ არა.
"ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვინც იყო გუშინ შეხვედრაზე და კოალიციაში ამ პერიოდის მანძილზე. რჩება იმ შედეგის მისაღწევად ერთოან პლატფორმაზე, რასაც ჰქვია ვადამდელი ან ხელახალი არჩევნები. შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობა იყო ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე, მისაღწევ გზებზე, თუმცა ჩვენი პოზიცია, ნამდვილად არ შევცლილა", - თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, დეტალები შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება.
"კიდევ ერთხელ, უკვე წერილობით განვაცხადოთ ჩვენი მოთხოვნები და გავხადოთ ეს საჯარო. რადგან ამ დრომდე ეს იყო ერთი-ერთზე შეხვედრები და ესე გაცხადებულად ეს არ ყოფილა, ამიტომ ვთვლით საჭიროდ მოსახლეობამ და ყველამ იცოდეს რაზეა საუბარი", - თქვა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნიდის თარითი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჯერ ისევ უცნობია, ასევე უცნობია რას აპირებს "ქართული ოცნება".