საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტების რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს - 17 ათასს გადააჭარბა. უწყების ინფორმაციით, კვირის ბოლომდე, დაახლოებით, 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება, რასაც კერძო ლაბორატორიების მაჩვენებელიც დაეხმარება.
"ამასთან ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც Covid 19-ის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან, კერძოდ, განისაზღვრა დაახლოებით 223 დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში ამბოლატორიულ ტესტირებას ჩაატარებს. მისივე განცხადებით, ყველა ჰოსპიტალიზირებული ადამიანი იქნება გამოკვლეული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, მიუხედავად სიმპტომებისა", - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდუად მაღალი - 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.