აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - ახალგაზრდები ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ხმაურია ჯანდაცვის სამინისტროსთან ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ კორონავირუსით გარდაცვალების მზარდი სტატისტიკის გამო მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს. 

"ჩამოშლილია ჯანდაცვის სამინსიტრო, როგორც ყველა ინსტიტუტი საქართველოში. ისინი არაფერს არ აკეთებენ და ყოველდღიურად იღუპებიან ახალგაზრდები იმის გამო, რომ შერჩევითაა ყველაფერი. მხოლოდ გავლენიანი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ცდილობენ სარგებლობენ პრივილეგიებით," - ამბობს აქციის მონაწილე. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ახალგაზრდებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი