რაიმე დაავადება არ ჰქონია, სუსტი აღნაგობის იყო - მღვდელი გარდაცვლილ დავით მაჩიტაძეზე

გამოქვეყნდა:

2 დეკემბერს კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე გარდაიცვალა. მღვდლის ახლო მეგობარი, მამა ნიკოლოზ როინიშვილი ამბობს, რომ არც ქრონიკული დაავადება და არც ჭარბი წონა მაჩიტაძეს არ აწუხებდა.

"რამე დაავადება არ ჰქონია, ზოგადად სუსტი აღნაგობის კაცი იყო, როგორც ჩანს ვერ გაუძლო. ხველა რომ წამოვიდა მერე გადაიყვანეს ინფექციურში, მაგრამ იქ უკვე იცით როგორი სიტუაციაა?! ისე დამძიმდა, ისე მომრავლდა კოვიდინფიცირებულები, რომ ალბათ ვეღარ უძლებს, პერსონალიც აღარ ჰყოფნით, შეიძლება ტექნიკური ბაზა გვაქვს, მაგრამ ადამიანებია ღარ ჰყოფნით. მე არავის ვადანაშაულებ", - თქვა მამა ნიკოლოზ როინიშვილმა. 

დღეს ამ თემაზე კითხვებს უპასუხა მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, მისი თქმით, სამინისტრო ყველა შემთხვევას შეისწავლის. მისი განცხადებით, პირადად გაეცნობა ყველა იმ შემთხვევას, როცა დღეები დაგვიანდა და ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდუად მაღალი - 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით  2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი