ბადრი ესებუას საქმეზე ახალი ისევ არაფერია. შს მინისტრი ამბობს, რომ ესებუა ძებნილად გამოცხადდა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გახშირებულ თავდასხმებს, რომელიც ესებუას შემთხვევას მოჰყვა, გომელაური ამბობს, რომ "ყოველთვის ხდებოდა"
ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. გახშირდა არის 10, 20 რომ ხდება ბანკების ყაჩაღობა ყოველთვის ხდებოდა.... ძებნილად გამოცხადდა ეს ადმიანი." ამბობს გომელაური.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა რამ წინსვლა გამოძიებაში, გომელაური პასუხობს - ვერ გეტყვით.
ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა, სპეცრაზმს რამდენიმესაათიანი წინააღმდეგობა გაუწია, საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა, მოგვიანებით კი ხელყუმბარითა და ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარ მილიონი დოლარით, რამდენიმე მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა და მიიმალა.