ოპოზიციისა და ფასილიტატორი ელჩების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატებს წერილობითი ფორმით, ოფიციალური სახით გადასცეს ის მოთხოვნები, რომელსაც ყველა პარტია ეთანხმება და აწერს ხელს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ახლა უკვე ჯერი "ქართულ ოცნებაზეა" და ისინი პასუხს ხელისუფლებისგან ასევე ოფიციალურად, დოკუმენტური ფორმით ელოდებიან.
ჩვენი პოზიციები არის ჩამოყალიბებული, მკაფიოდ, ყოვლისმომცველად და წერილობითად გადავეცით დღეს ყველა პარტიის შეჯერებული პოზიცია ქართულ ოცნებას და ველოდებით მათგან, რომ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ასევე მკაფიოდ და წერილობით და არა ბრიფინგებით გაგვცემენ პასუხს" ამბობს დავით ბაქრაძე.
მისივე თქმით ოპოზიციის პოზიცია - პარლამენტში ბოიკოტთან დაკავშირებით უცვლელია და ქართული ოცნების მხრიდან "წითელ ხაზებზე" საუბარი მიუღებელი - წითელ ხაზებზე საუბარი გაყალბებული არჩევნების შემდგ არის მიუღებელი - ამბობს ბაქრაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ რა წერია იმ დოკუმენტში, რომელიც ელჩებს გადასცეს.