ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი წერს, რომ გოჩა ჩერტკოევი, ინსულტიანი ავადმყოფი, ერთი კვირის განმავლობაში ელოდებოდა ნებართვას ცხინვალიდან, რომ თბილისში გადაყვანის ნება მიეცათ.
გუშინ გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს მძიმე ავადმყოფი გივი ჩერტკოევი- ინსულტი. ინსულტიანი ავადმყოფი იწვა და ერთი კვირა ელოდა ნებართვას თბილისში გადაყვანაზე. ვის აღარ დაურეკეს, ნებართვა რომ გაგემეტებინათ. ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ის ქაღალდებია მნიშვნელოვანია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს? ან რათ უნდა ხელმოწერას ერთი კვირა? რატომ გვექცევით ასე კითხვა როგორ დავსვა ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით, ან თქვენ რა გკითხოთ, ანატოლი ილიჩ?, - მიმართავს დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ლიდერს სამოქალაქო აქტივისტი და ამატებს:
p. s. გუშინ ეთნიკურად ოსი ეროვნების ადამიანი გაიპარა თავისი სახლიდან. წაიღო, რისი წაღებაც შეძლო და წავიდა...
შეგახსენებთ, ახალგორი 20008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ დაბრუნდნენ და ქალაქი ამ დრომდე ოკუპირებულია. დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლების ტოპონიმიკით, ქალაქს ისევ "ლენინგორი" ჰქვია.