ქუთაისის სოციალურმა სამსახურმა რემონტისთვის 100 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

ყოფილ საპარლამენტო ქალაქში ცხოვრება დღითი დღე რთულდება. ადამიანებს კი, რომლებსაც საარსებო მინიმუმი არ გააჩნიათ დახმარების მომლოდინე რიგში ჩადგომა მალე 100 ათას ლარად გარემონტებულ შენობასთან მოუწევთ.

პანდემიისა და მასობრივი შიმშილობის პირობებში  მუნიციპალიტეტის სოციალურმა სამსახურმა ძვირადღირებული რემონტი დაიწყო. 

ჩინოვნიკებისთვის ახალი, უფრო თბილი და კომფორტული კაბინეტების მოსაწყობად ქუთაისელებს საკუთარი ბიუჯეტიდან 100 000 ლარის დახარჯვა მოუწევთ. 

ამ ფონზე, ქუთაისში უკიდურეს გაჭირვებაში ათასობით ოჯახი ცხოვრობს. ცხოვრება ქალაქში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რთული გახდა.

ქალაქის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოციალური სამსახურის შენობის 100 ათას ლარად გარემონტების დრო ახლა არ არის.

მოსახლეობის განწყობას სრულად იზიარებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

თემაზე თუ რატომ დადგა მაინცდამაინც ახლა შენობის გარემონტების აუცილებლობა ქუთაისის სოციალური სამსახურის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი