სახელ "გირჩზე" და FB გვერდზე გვაქვს პრეტენზია, იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს "დავოკდე" - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ესმის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც ერთობის შენარჩუნება სურს, თუმცა ამის რესურსი ამოწურულია. ჯაფაიძე ამბობს, რომ რამდეიმე დღის წინ საუბარი ჰქონდა გირჩის დამფუძნებლებთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები, თუმცა წინა პლანზე არ ჩანდნენ.

ჯაფარიძე იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და სანდრო რაქვიაშვილს სთავაზობს, რომ სახელი "გირჩი" და პარტიის Facebook გვერდი მას დარჩეს, სხვა დანარჩენი კი გაყოფის შემდეგ მოერე ნაწილს. 

"ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია გირჩის ყველა რესურსზე, მაგრამ ვთვლით რომ სახელი ‘გირჩი’, ისევე როგორც გირჩის ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია. გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი - ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ ‘დავოკებულიყავი’ შემდეგ მუქარა რომ ‘გავნადგურდებოდი’ შემდეგ ეჭვი რომ შესაძლოა ‘სუსის კაცი’ ვიყო ბოლოს კი ისევ რჩევა რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო", - წერს ზურა ჯაფარიძე.

ამ თემაზე მან ჯგუფში "გირჩის ბაბლი" დაწერა და თქვა, რომ გაყრას ცივილური ფორმით სთავაზობს და პრეტენზიაც, მხოლოდ ამ ორ საკითხზე აქვს. იმის გადასაწყვეტად კი, თუ ვის დარჩება სახელი და გვერდი ჯუფში მან გამოკითხვა გააკეთა.

ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნება, მზადაა ყველაფერი 0-დან დაიწყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი