ეს შეხვედრა კიდევ ერთი დაფიქსირებაა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი - შეხვედრა "ლელოში"

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ერთ საათზე მეტია "ლელოს" ოფისშია შეკრებილი და სამომავლო გეგმებზე მსჯელობს. იმ პარტიების ლიდერები, რომლებიც ფასილიტატორებტან შეხვედრებს ესწრებოდნენ პარტიებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს შედეგებს აცნობენ. 

"ეს საკოორდინაციო შეხვედრა არის ზუსტად კიდევ ერთხელ იმის დაფიქსირება, რომ ჩვენი პოზიცია ახალ ან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არ იცვლება. ეს წინადადებები ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვან მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისგან, ვისაც არჩევნები გაუყალბეს", - თქვა ენმ-ს ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მოთხოვნები წერილობით წარადგინეს და ოცნებისგანაც წერილობით პასუხს ითხოვენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ტაქტიკური გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა მთავარი მოთხოვნები უცვლელი რჩება.

"მე ძალიან მინდა, რომ ის წინადადება, რაც ოპოზიციამ მიიტანა შუამავლებთან ქართულმა ოცნებამ სერიოზულად მიიღოს და დაბრუნდეს შესაბამისი წინადადებებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი კონსტრუქციულ ჩარჩოში დარჩბა და მივიღებთ შედეგს", - თქვა "გირჩის" წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა. 

ფასილიტატორებმა "ქართული ოცნებისთვის" დოკუმენტის გადასაცემად 2 დღე ითხოვეს. ჯერ უცნობია, როდის შედგება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი