ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან აღმართულ რკინის დროებით ღობესთან, საბჭოთა სიმბოლიკის - ნამგალისა და უროს დახატვას და წარწერის დაწერას "ბიძინას მონები" ცდილობენ, თუმცა, მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
"ვაწერდით დროებით ღობეზე, რაც არ ისჯება არანაირი კანონით და მაგის გამო, რომ ვაწერთ "ბიძინას მონებო" ამის გამო გვაკავებენ, რაღაც სისულელეზე. ეს პოლიციელები გვეცოდებიან", - ამბობს აქტივისტი, ნიკა ნარსია.
სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს.
აქტივისტებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული რკინის კელდებზე სტენსილების ხელახლა დახატვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გუშინ, 4 დეკემბერს, გაკეთებული წარწერები დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა წაშალეს.