ორ მილიონამდე თანამოქალაქის არჩევანს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ - თალაკვაძე ახალ არჩევნებს გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "ოცნებაში" არ განიხილება განმეორებითი არჩევნების ჩატარება. მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას არჩილ თალაკვაძე თავის Facebook-ის გვერდზე ავრცლებს. 

განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში. გვსურს, ელჩებს კიდევ ერთხელ, გადავუხადოთ მადლობა დიალოგის მხარდაჭერისთვის", - წერს თალაკვაძე

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი