მინისტრების მონური მორჩილების შესაძენად, ივანიშვილი ყოველთვე სოლიდურ თანხას ხარჯავს

გამოქვეყნდა:

პროფესიონალიზმი და კომპეტენცია  ყველაზე ნაკლებად აინტერესებს ადამიანს, ვინც მინისტრები თბილ სავარძელში დასვა. ბიძინა ივანიშვილისთვის მისი თანაგუდნელების შეფასების მხოლოდ 2 კრიტერიუმი არსებობს -  მისდამი უპირობო ერთგულება და  მისი უსიტყვო მორჩილება.

არაერთი წყარო ადასტურებს, რომ მინისტრების მონური მორჩილების შესაძენად, ივანიშვილი ყოველთვირუად სოლიდურ თანხასაც ხარჯავს. საუბარია ათობით ათას დოლარზე ყოველთვიურად. ფულს კი, ისევ იმ ქვეყნიდან იბრუნებს, რომელიც უკვე რვა წელია, საკუთარ შპს-დ აქცია.

წლებია საუბრობენ, რომ ხელფასის გარდა, ოლიგარქის მთავრობის წევრები ყოველთვიურად მათი ბატონისგან კონვერტით დამატებით ბენეფიტებს იღებენ. ფულის რაოდენობა 50 ათასი დოლარია. ეს არის თემა, რომელსაც მინისტრების ნაწილი გაურბის. 

მინისტრებისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი ყოველთვიური ანაზღაურება ბანკი "ქართუდან" რიგდება. ფულის სანაცვლოდ კი, ცხადია ოლიგარქი უპირობო მორჩილებას ითხოვს. მორჩილი მინისტრების დამოუკიდებლობის ხარისხი ნულია. ამას მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრებიც ადასტურებენ. მთავრობის წვრებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების არც უნარი და არც შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ეს ასე იყო მის დროსაც და ასე არის ეხლაც. მეტიც, მინისტრთა კაბინეტი, რომელიც წესით პრემიერ გიორგი გახარიას უნდა ემორჩილებოდეს, მისი გუნდი საერთოდ არ არის.

დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებს წარმოადგენენ: ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის, კურატორი და ძიძა, ბიძინა ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი... მსგავსი კავშირების მოძებნა შეიძლება თითქმის ყველა მინისტრთან. მათი დამოუკიდებლობის ხარისხი ისედაც საკმაოდ დაბალია, თუმცა, მონურ მორჩილებას ყოველთვიური ანაზღაურებაც ამყარებს. 

ბიძინა ივანიშვილის შპს-ში რა კანონები მოქმედებს, კარგად იცის მისი გუნდის ყოფილმა წევრმა. დავიტ ჭიჭინაძე წლების განმავლობაში სწორედ ამ შპს-ს წევრი იყო. დღეს ამბობს, რომ შავი ფულის ჯიბეში ჩაკუჭვით ყველა სამინისტრო და ყველა უწყება მხოლოდ ერთი კაცის ახირებების დასაკმაყოფილებლად მუშაობს.

მინისტრების შემოსავალი ითვალა და თამარ ჟვანიას "ცესკოსავით" ბალანსი ვერ დასვა "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელმა, ქეთი ენუქიძემ. ამბობს, რომ სწორედ ამ შავი ფულის გამო მთავრობის წევრების რეალურ ხარჯებსა და შემოსავალს შორის იმდენად დიდი აცდენაა, რომ რეალური შემოსავლის დათვლა შეუძლებელია. ფეშენებელური ვილები, ძვირადღირებული ავტომანქანები და ფუფუნების საგნები, ირკვევა, რომ თითქოს, მინისტრს ბებიამ აჩუქა. ოღონდ, ამ ბებიის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. 

ის, რომ ივანიშვილის მონურ მორცილებაში მყოფ მინისტრებს ქვეყნის და ამ ქვეყნის მოსხლოების ბედი არ აღელვეთ, ჩანს ყველაფერში. სიღარიბე, შიმშილი, უმუშევრად დატოვებული ათასობით ადამიანი, უყურადღებობით დახოცილი ახალგაზრდები, რომელთა სიკვდილს ხელისუფლება კორონავირუსის დროს ქრონიკულ დაავადებებს აბრალებს. ეს ის რეალობაა, რომელიც ივანიშვილის ფულებით გამდიდრებულ მინისტრებს არ აწუხებთ. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი