ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმიც არ შემხმიანებია 1 კვირაა, ძალიან სუსტად ვარ- კოვიდინფიცირებული

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხს" 20 წლის ხატია მუკბანიანი დაუკავშირდა, რომელსაც უკვე 1 კვირაა, სიცხე აქვს და 17 წლის მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში იმყოფება. მისი თქმით, მასაც და მეგობარსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ და ბინის ქირაობა საკუთარი სახსრებით უწევთ. 

როგორც თავად ამბობს, რამდენჯერმე სცადა დარეკვა როგორც 112-ზე, ისე 144-ზე და ჯანდაცვის სამინისტროშიც, თუმცა, მათგან მიიღო პასუხი, რომ ოჯახის ექიმი თავადად დაუკავშირდებოდა.

"ველოდებით ოჯახის ექიმი როდის დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ დაგვიკავშირდა. მერე მე მოვითხოვე ტელეფონის ნომერი, რომ მე მაინც დავუკავშირდე ოჯახის ექიმსთქო, მომცეს არასწორი ნომერი, რომელზეც ზარი საერთოდ არ გადიოდა. შემდეგ მითხრეს, რომ გამოგვიგზავნიდნენ სასწრაფო დახმარებას, ეგეც არ მოვიდა", - ამბობს ხატია მუკბანიანი. 

როგორც ხატია ამბობს, 112-ში მას საკუთარი სახსრებით კორონავირუსის ტესტის გაკეთება ურჩიეს, რაც ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული.

"პრეპარატები რა უნდა მივიღოთ, ეგეც არ ვიცით. მაგიტომ მინდოდა ექიმთან გასაუბრება, რომ იქნებ რაღაც მაინც ერჩიათ ჩვენთვის, რა აგავკეთოთ და რა მივიღოთ. 20 წლის ვარ და ჩემი მეგობარი არის 17 წლის. არ ვიცით მედიცინის მაგდენი. ის მაინც გააკეთონ, რომ გვითხრან, რა პრეპარატი მივიღოთ. ელემენტარული, მაგაზე მაინც მოგვაქციონ ყურადღება და ელემენტარული, იზრუნონ იმაზე, რომ საცხოვრებელი ადგილი შეგვიქმნან და ასე, ყოველდღიურად, მეგობრება ბინის თანხა არ გვიხადონ", - ამბობს ხატია მუკბანიანი. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 5 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა. 

საზოგადოებაში ამბობენ, რომ "თუ არ გაქვს პრივილეგია, განწირული ხარ" - კლინიკაში მოხვედრა დღეს ისევ გამოწვევად რჩება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი