კახეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

კახეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთერთი, საგარეჯოში მცხოვრები, 79 წლის ხანდაზმული „ჯეო- ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ხოლო, მეორე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის მკვიდრი, 73 წლის კაცი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში.

ექიმების განმარტებით, ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ამიტომ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სექტემბრიდან დღემდე კახეთის რეგიონში კორონავიურსით 32 მოქალაქე გარდაიცვალა.

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 5 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი