დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსიტზე სასაუბროდ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბრუნდებიან

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ "ბრექსიტის' შემდგომი სავაჭრო გარიგების შესახებ სასაუბროდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა გადაწყვეტილება 5 დეკემბერს, სატელეფონო ზარის საშუალებით მიიღეს.

მხარეები მოლაპარაკებებს მარტის შემდეგ აწარმოებდნენ, "გარდამავალი პერიოდი" დიდ ბრიტანეთში 31 დეკემბერს დასრულდება. 

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 იანვარს დატოვა, თუმცა, ქვეყანაში წლის ბოლომდე ევროკავშირის სავაჭრო წესები მოქმედებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი