"ნიკოლო უნდა წავიდეს"- ფაშინიანს ოპოზიციამ გადადგომის ბოლო ვადად 8 დეკემბერი განუსაზღვრა

გამოქვეყნდა:

სომხეთის 16-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, დღეს ერევანში ხალხმრავალი მიტინგი გამართა, პრემიერ ნიკოლო ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენა და გადადგომისთვის ვადა 8 დეკემბრამდე მისცა. თუ ამ დროის განმავლობაში პრემიერი არ გადადგება, ოპოზიციის თქმით, მთელ სომხეთში დაუმორჩილებლობის მოძრაობა დაიწყება. 

შეგახსენებთ, ეს ის 16 ოპოზიციური პარტიაა, რომლებმაც სომხეთის გადარჩენის კომიტეტი შექმნეს. 

ნიკოლო ფაშინიანი ამჟამად სამთავრობო აგარაკზე იმყოფება, მაგრამ ოპოზიცია აფრთხილებს,. რომ ეს იქ მისი ყოფნის ბოლო დღეებია. 

ამასთან, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ მიიღებს არანაირ პირობას ან გარიგებას: "ნიკოლო უნდა წავიდეს" - ასეთია მათი ვერდიქტი. 

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლო ფაშინიანს თანამოქალაქეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მთიანი ყარაბაღის მიმართულებაზე სომხეთმა პოზიციები დათმო და რამდენიმე დასახლებული პუნქტი აზერბაიჯანს გადააბარა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი