„ერთი თეთრი შემოსავალი არ გაგვაჩნია“ – მიკროავტობუსების მძღოლები აქციას მართავენ და თბილისის მერს მიმართავენ

გამოქვეყნდა:

თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები აქციას მართავენ. ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მათ რამდენიმე დღის წინ მუშაობის უფლება აუკრძალეს.

მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და მათ არც დანაზოგი აქვთ.

ერთი თეთრი შემოსავალი არ გაგვაჩნია“ – ამბობს ერთ–ერთი მოქალაქე.

დროებით უმუშევრად დარჩენილი 2500 მძღოლი თბილისის მერიას მიმართავს, რომ კომპანიასთან უშუამდგომლონ და გარკვეული სახით ანაზღაურება მიიღონ.

დავრჩით საერთიოდ უმუშევრები, შემოსავლის წყარო არ გაგვაჩნია. კრიზისია ქვეყანაში, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა მოგვხედონ", – განაცხადა ერთ–ერთმა მძღოლმა.

მათ აქციას "თბილისის მიკროავტობუსების" ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკვე მიმდინარეობს მერიას და კომპანიას შორის მოლაპარაკებები.

კომპანიის ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე. დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის  ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან, ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე", – წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი