ვინ მიდის, ვინ დარჩება - "გირჩში" შიდა გარჩევები და ონლაინშეხვედრები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"გირჩში" მომხდარი დაპირისპირება ისევ გრძელდება, ამჯერად შიდა გარჩევებისა და ამომრჩეველთან ონლაინშეხვედრების კუთხით. 

იაგო ხვიჩიას ბოლო დღეებში კომენტარი არ გაუკეთებია, რაც შეეხება ვახო მეგრელიშვილს, ის ონლაინშეხვედრებს ატარებს ამომრჩეველთან და ამბობს, რომ ზურა ჯაფარიძესთან პრობლემა არა აქვს და უნდა, ის დარჩეს პარტიაში, თუმცა, ჯაფარიძის მიდგომა ცალკეულ საკითხებზე, მეგრელიშვილის აზრით, გაუგებარია.

ჩემთვის პირადად არაფერი დაუშავებია ზურას, პირიქით, მე მინდა, რომ ის დარჩეს გირჩში, ამ წლების განმავლობაში რაც გაუკეთებია, იმასაც ვაფასებ, რა არის "გირჩი", ყველას თავიდან გვაქვს გადასააზრებელი, მაგრამ გირჩის ლიდერი რომ იტყვის, "გირჩი მომეცითო, უკვე პრობლემაა, - ამბობს ვახტანგ იმერლიშვილი. 

შეგახსენებთ, დაპირისპირების არსებობის მიუხედავად, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რჩება "გირჩის" ლიდერად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი