გლდანის ციხის პატიმარმა, ზაზა საქუაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. მსჯავრდებული უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმების ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.

საქუაშვილი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ამბობს, რომ უსამართლო მართლმსაჯულების მსხვერპლია. 

მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ, გუშინ, 5 დეკემბერს, 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება, მიმდინარე წლის თებერვალში, პეკინის გამზირზე მომხდარ დანაშაულს.

კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ საიუველირო მაღაზიაში 4 ადამიანი შეიჭრა და დიდი რაოდენობით ძვირფასი ნივთები წაიღეს.

ამ საქმეზე 9 თებერვალს, ზაზა საქუაშვილი გონიოში დააკავეს. მისი თქმით, მას პოლიციელებმა სცემეს და აიძულებდნენ ის დანაშაული ეღიარებინა, რომელიც მისივე თქმით, მას არ ჩაუდენია.

სუიციდის მცდელობა მქონდა არავინ არ შემეხმიანა, არანაირი პასუხი არ ყოფილა. სამი დღე ვიყავი კლინიკა "ვივა მედში".

სრულიად უდანაშაულო ვარ, 15 რიცხვამდე არის დრო, რომ სააპელაციო სასამართლო დროულად ჩაინიშნოს. გამომძიებელთანაც ვიყავი და დამკითხა რატომ გააკეთეო, იმიტომ რომ უსამართლო სასამართლოს გულისთვის მივმართე-მეთქი სუიციდს", - ამბობს ზაზა საქუაშვილი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში.

მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან, დაკავების დროს შესაძლო ძალადობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა საქუაშვილს ეუბნებიან, რომ 8 თებერვლის საღამოს 10 საათიდან, 9 თებერვლის 15 საათამდე კამერები გაუმართაობის გამო გათიშული იყო

საქუაშვილის საქმეზე გამოკითხულია არაერთი ადამიანი, მათ შორის არის ერთერთი არასრულწლოვნის ჩვენება, რომელიც მოსამართლეს უყვება, რომ საქუაშვილს იმ ძვირფასი ნივთების ნაწილი, რომელიც საქმის მასალებში დევს, მან და მისმა მეგობარმა იმ მიზნით მიუტანა, რომ ის რეალიზაციაში დახმარებოდა.

სასამართლოზე ვიყავი, დამკითხეს ზაზა საქუაშვილის დაპატიმრებაზე და ვუთხარი, რომ ეს ნივთები რაც იყო ჩემს ძმაკაცს ჰქონდა, წავედით ტელეფონი დავალომბარდეთ. ზაზასთან მივედით, რომ დაგვხმარებოდა, პირადობა არ გვქონდა", - ამბობს არასრულწლოვანი.

ზაზა საქუაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია. 

პროკურატურამ სულ სხვა დისკები მიიტანა, ამიტომ ამას ყველა დისკი აქვს, რომ ის იქ არ არის შესული და არ არის დამნაშავე, ამიტომ თქვა ბოლო წუთამდე ვიბრძოლებო, თავს შევწირავო - ამბობს ზაზა საქაუაშვილის დედა. 

ზაზა საქუაშვილმა გლდანის მერვე დაწესებულებაში თვითმკვლელობა უკვე მეორედ სცადა.  პირველად - 15 ნოემბერს, მას შემდეგ რაც მას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი