გრემის ნაქალაქარი - კომპანიებმა სავაჭრო ობიექტების მშენებლობისთვის გათხრები დაიწყეს 

გამოქვეყნდა:

ჩამორეცხილი გელათი, აფეთქებული საყდრისი... და ამ დროს ახალგაზრდებს აჯარიმებენ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის გვირაბში გაკეთებული წარწერების გამო, იმიტომ, რომ თურმე ამით კურტურული მემკვიდრეობის ზონა დაუზიანებიათ. 

საყდრისს ვეღარაფერი დაანგრევს, იმიტომ, რომ აღარ არსებობს. ასე თუ გააგრძელა "ოცნებამ", მალე გელათზეც აღარ მოგვიწევს ნერვიულობა, ისიც აღარ იარსებებს. ამ სიას გავაგრძელებ გრემის ნაქალაქარით, სადაც ოდესღაც მეფეები დაიარებოდნენ. ახლა მათ ადგილზე გაურკვეველი კომპანიების მფლობელები დადიან და იქ სავაჭრო ობიექტების მშენებლობაზე მუშაობენ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით. 

გრემში მშენებლობისთვის გათხრები დაიწყეს ზუსტად იქ, სადაც, არქეოლოგების გათვლებით, მიწა ძვირფას ისტორიულ არტეფაქტებს უნდა მალავდეს, შესაძლოა, არტეფაქტების ნაწილი უკვე დაზიანდა ან განადგურდა. 

ჩვენი "ვითომ" პრეზიდენტი კი თვლის, რომ საქართველოში, სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო, მაგრამ ეგრე მარტივადაც არ არის საქმე. გათხრასაც კი, მინიმუმ, ცოტა ტვინი, ცოტა პასუხისმგებლობა, ცოტა განათლება და სულ ცოტაც საკუთარი ისტორიის პატივისცემა სჭირდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი