ეკონომიკა 57%-სთვის გაურესდება, დანაზოგი 1 თვეზე ნაკლები 55%-ს ეყოფა - Ipsos გლობალის კვლევა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია Ipsos-მა კვლევა ჩაატარა. კვლევა ჩატარებულია არჩევნების შემდგომ და კვლევის ნაწილი კორონავირუსს შეეხება: 

რამდენად შეცვალა თქვენი შემოსავალი ეპიდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა?

  • შემცირდა - 62%
  • იგივე დარჩა - 33%
  • გაიზარდა - 2%
  • შემოსავალი არ მქონდა და არ მაქვს - 3%
     

    რამდენად გაღელვებთ კოვიდპანდემია?

  • ძალიან - 72%
  • გარკვეულწილად - 18%
  • არ მაღელვებს - 10%

ვინ მოაგვარებს საუკეთესოდ კოვიდკრიზისს?

  • ქართული ოცნება - 33%
  • ნაციონალური მოძრაობა - 24%
  • ევროპული საქართველო - 12%
  • ლელო - 8%
  • ლეიბორისტული პარტია - 7%
  • მოქალაქეები - 3%
  • გირჩი - 3%
  • ერთიანი საქართველო - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%
  • სხვა - 6%

    კვლევაში კითხვა დაისვა ეკონომიკური მდგომარეობის შესახებაც: 
     

    მომდევნო ექვს თვეში როგორ შეიცვლება ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში?

  • გაუმჯობესდება - 18%
  • არ შეიცვლება - 25%
  • გაუარესდება - 57%
     

    რამდენ ხანს გეყოფათ თქვენი დანაზოგი?

  • 3 თვე ან მეტი - 13%
  • მაქსიმუმ 2 თვე - 11%
  • მაქსიმუმ 1 თვე - 21%
  • 1 თვეზე ნაკლები - 55%

დღესვე გამოქვეყნდა კვლევის პოლიტიკური ნაწილიც, რომლის თანახმადაც - "ოცნების" საქმიანობას 62% არ იწონებს, არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა 59%-სთვის. 

ასევე გამოკიტხვის თანახმად ირკვევა, რომ ინფორმაციის ძირითადი წყარო "მთავარი არხია" - 25,9%

Ipsos გლობალის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 26 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი