ეკატერინე ტიკარაძე "ოცნების" შემომწირველ კომპანიას ბიჯეტიდან 83 093 ლარს უხდის

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ათი ათასობით ლარი "ქართული ოცნების" შემომწირველს გადაუხადა.

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერით დგინდება, რომ ბიუჯეტიდან 83 093 ლარი კომპანია "გრინ სისტემს"-ს ეკუთვნის. ჯანდაცვის სამინიტრომ შემომწირველ კომპანიას თანხა წინასწარ უნდა გადაუხადოს, სანაცვლოდ კი "გრინ სისტემს"-მა სამინისტროს ე.წ მარშრუტიზატორები უნდა მიაწოდოს. 

"ათასობით ადამინი იმყოფება შიმშილის ზღვარზე - ამ დროს მინისტრი ტიკარაძე მათი მდგომარეობის შემსუბუქებაზე კი არ ფიქრობს, ფიქრობს კორუფციაზე და თუ როგორ დაუბრუნოს ფული იმ კომპანიას, რომელმაც "ქართულ ოცნებას" ჯამში 70 000 ლარი შესწირა. სწორედ ამიტომ გააფორმა ტიკარაძემ კონტრაქტი", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე.

ხელშეკრულება 24 ნოემბერს გაფორმდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი