საქართველოს მოქალაქეებს პანდემიასთან გამკლავება ისევ საკუთარი ძალებით უწევთ - "მთავარ არხს" ყოველდღიურად უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათთან სასწრაფო დახმარება არა თუ აგვიანებს, საერთოდ აღარ მიდის.
"ჩემი მეგობარი 1 კვირაა ცუდად არის, კვდება, იხრჩობა, ვერ ჭამს, გული ერევა. 1 კვირაა ვიხვეწებით სასწრაფოს მოსვლას. კაციშვილი არ ჩანს. ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადაჰყავდათ და საათში 220 ლარი გვითხრეს. ერთმანეთს დაეხმარეთ, კვდება ადამიანი, რამდენს გარდაგეცვალათ ახლობელი. ადამიანობა რამ დაგაკარგვინათ, ხალხო?!", - ამბობს ერთერთი მოქალაქე.
"საავადმყოფოში იმიტომ არ შემიშვეს, რომ სწრაფი ტესტი მქონდა აღებული და არა PCR. ანუ თქვენვე ვერ ენდობით სწრაფ ტესტს და ადამიანებს რატომ უკეთებთ? 48 რომ სასწრაფოს ელოდები, რა იცი, რა მჭირს, რატომ აგვიანებთ ასე?", - თქვა ერთერთმა მოქალაქემ.
ამ ფონზე ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე თქვა, რომ ქვეყანაში 445 საწოლი თავისუფალია.