ჩვენ გვაქვს 445 თავისუფალი ადგილი - ჯანდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

ეკატერინე ტიკარაძის თქმით ქვეყანაში დღეის მონაცემებით 445 თავისუფალი საწოლია. 

"დღეს გვყავს 6 595 დადასტურებული შემთხვევა ვინც სტაციონარში გადის მკურნალობას, 1289 ადამიანი არის ჟანდგბადზე დამოკიდებული, 392 ადამიანი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს 445 თავისუფალი ადგილი", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით ის პირები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას პარასკევიდან ითხოვდნენ კოვიდ სასტუმროებში არიან განთავსებულნი. 

შეგახსენებთ, კოვიდ სასტუმროში გადაყვანილი 19 წლის თეკლა თოდრია დაგვიანებული მკურნალობის გამო კორონავირუსით 1 დეკემბერს გარდაიცვალა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს 611 თავისუფალი საწოლი იყო საქართველოში. 

3 დეკემბერს კი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ ქვეყანაში 538 თავისუფალი საწოლია, მძიმე პაციენტის კლინიკაში გადაყვანა პრობლემა არაა

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების - 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 164 976 
  • გამოჯანმრთელებულია - 137 499 
  • გარდაცვლილია - 1 540 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 267
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 744
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 963
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი