გაფუჭებული პროდუქტები ბაღებში - მშობლებისთვის პასუხისმგებელი მერი კალაძეა

გამოქვეყნდა:

პანდემიის დროს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სახლში მერიამ მატლებით სავსე ჩაი და სხვა გაფუჭებული პროდუქტები გაუგზავნა - ვიდეოს სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

"ნაცვლად იმისა, რომ შეღავათს აკეთებდნენ და ქამრებს თავად იჭერდნენ, ბავშვების კვებას როცა საქმე შეეხება, იქ შეიძლება ჩაი მატლიანი იყოს, კარტოფილს მიუტანენ დამპალს ნახევრად, მაგრამ ზეთს არ მიუტანენ, სახელმწიფო ეუბნება ძვირიაო. ნებისმიერი ადეკვატური დედაქალაქის მთავრობა საგამოიძებო უწყებებს გაუგზავნიდა იმას, რაც სოციალურ ქსელში გავასაჯაროვე და მოითხოვდა  გამოძიების დაწყებას", – ამბობს "ენმ"–ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.

აღსაზრდელების მშობლები ქალაქ თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ამასთან, მათ ჩაი, რომელსაც მატლები ესია, ლაბორატორიულ ექსპერტიზაზე უკვე გადააგზავნეს. 

"ბავშვებზეც დაიწყეს ფულის მოტეხვა, მატლებიც კი ყოფილა შიგნით, ფქვილშიც და კვერცხშიც, ასეთი დამპალი და გაფუჭებული ორი კარტოფილი და ხახვი სირცხვილით როგორ მიიტანეს" – ამბობს ერთერთი აღსაზრდელის მშობელი, ნონა მოდებაძე

თბილისის მერია და საბავშვო ბაღების მარეგულირებელი ორგანო  "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, თბილისში 210-ე ბაგა-ბაღის მოსწავლეებისთვის გაგზავნილ ჩაიში მატლები მშობლებმაც იპოვეს. მერიამ გასაგზავნი პროდუქტების სიიდან ამოიღო ზეთი, რაც გაძვირებით ახსნა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი