300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 14 300-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა - მაჭავარიანი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის, თქმით,  300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად - 7 დეკემბრის ინფორმაციით - 14 300-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა. 

"განაცხადების მღება კომპენსაციების მოთხოვნის შესახებ დაწყებულია, ამ მომენტისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული შემოსავლების სამსახურში, რომელიც გადაეგზავნა უკვე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს და მალევე დაიწყება ამ კომპენსაციების გაცემა.", - ამბობს მაჭავარიანი. 

შეგახსენებთ, რომ კომპენსაციები გაიცემა "იმ პირებზე, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება". განაცხადების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

მოქალაქეებს განაცხადის ატვირთვა რეგისტრაციის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ. 

შეგახსენებთ, რომ  მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედა.

პრემიერის თქმით, საცალო ვაჭრობაში, ბაზრობებზე, მოლებსა და მაღაზიებში დასაქმებულებს 300 ლარით დაეხმარებიან. მისივე თქმით, ასეთი ადამიანების აღრიცხვა უკვე დაწყებულია.

როგორ დაეხმარება შეზღუდვების პარალელურად მთავრობა მოსახლეობას და ბიზნესს - სრული გეგმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი