ბოლო 2 დღეა სასწრაფოს დაგვიანებაზე პრეტენზია არ დაფიქსირებულა - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრა, ეკატრინე ტიკარაძემ, თქვა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში სასწრაფოს დაგვიანებაზე პრეტენზია არ დაფიქსირებულა.

"ჩვენ პარასკევის მონაცემებით გვქონდა 631 გამოძახება და 488 მომლოდინე ზარი 112-ში. ასევე, ძალიან ხშირი იყო 112-ში განმეორებითი ზარები, სადაც ფიქსირდებოდა ჩვენი მოქალაქეების სურვილი სასწრაფოს დაჩქარებაზე. როგორც იცით, გვაქვს დამატებითი ცხელი ხაზები, სადაც ვაკვირდებით მოსახლეობის მოთხოვნას, რომლებიც თავიანთ პრეტენზიებს აფიქსირებენ. ბოლო 2 დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით", - თქვა ტიკარაძემ.

ამის პარალელურად, მოქალაქეები ყოველდღიურად სწუხან დაგვიანებულ დიაგნოსტიკასა და ჰოსპიტალიზაციაზე.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების - 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი