ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სასულიერო პირებსა და მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და ურჩევს მათ, წირვის დროს მეტი ადამიანი ეკლესიის გარეთ დადგეს. 

"საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი, ამიტომ ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ აუცილებლად ვიყოთ პირბადით, ეკლესიაში შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია - არის აუცილებელი. განსაკუთრებით ახლა, დეკემბერი და იანვარიც იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია - იქნება გრიპი, კოვიდი თუ სხვა და მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშვება, პირბადე - ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა და ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით", - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

დღესვე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ "ამ თვის ბოლოს შეიძლება, ახალ შემთხვევათა რიცხი, მართლაც გავანახევროთ და შეიძლება ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შეიქმნას," იმ შემთხვევაში თუ  ყველა დაიცავს რეგულაციებს და ატარებს პირბადეს. 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, შემცირებული ვირუსის მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ შაბათ-კვირას ნაკლები ტესტი ტარდება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი