ფოთის მერის მეგობრის კომპანიამ 671 გამარტივებული შესყიდვა და 306,520 ლარი მიიღო - TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირალობა - საქართველო"-ს (TI) ცნობით, ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას, ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის, რამაზ გუჯაბიძის, წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანია შპს “ხალიბმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან 2020-ის 24 ნოემბრის ჩათვლით 671 გამარტივებული შესყიდვა და 306,520 ლარი მიიღო.

"რამაზ გუჯაბიძის კომპანიებიდან სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულია შპს “ხალიბი”, რომლის 50% წილს ფლობს გუჯაბიძე. შპს “ხალიბმა” 2012 წლიდან 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით 671 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, ჯამური ღირებულებით 301,998 ლარი, ერთხელ კი “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის” ტენდერი მოიგო, (განაცხადის ნომერი - NAT190000165), რომლის ფაქტობრივმა, საბოლოო ღირებულებამ 4,522 ლარი შეადგინა", - წერია ანგარიშში. 

ასევე ირკვევა, რომ რამაზ გუჯაბიძის ნაწილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობა ქალაქ ფოთში ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებას იწვევს. 

"გაირკვა, რომ სწორედ ამ კომპანიების საქმიანობა იწვევს ქალაქ ფოთში ჯავახიშვილისა და მიმდიბარე ქუჩებში ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებას, ხმაურს 24-საათიან რეჟიმში მოძრავი სატვირთო ავტომობილები იწვევს, დაბინძურებას კი - ტვირთის გადაზიდვისას ჰაერში გაფანტული მტვერი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გოჩა  კურდღელია ფოთის მერი 2017 წლის ნოემბერში გახდა, რის შემდეგაც  ფოთის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ შპს “ხალიბთან” გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"671 გამარტივებული შესყიდვიდან 373 შესყიდვა ფოთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებზე მოდის, რომელთა საერთო ღირებულებამ 156,196 ლარი შეადგინა", - ვკითხულობთ TI-ს ანგარიშში.

ამასთან, ირკვევა, რომ რამაზ გუჯაბიძეს, გოჩა კურდღელიას და მათ ბიზნესპარტნიორებს სხვადასხვა დროს მმართველი პარტიების ყულაბაში ასიათასობით ლარი აქვთ შეტანილი.“ქართულ ოცნებას” 2016-2020 წლებში - 1,043,050 ლარი. მხოლოდ 2020 წლის ივლის-სექტემბერში “ქართულ ოცნებას” მათ ჯამში 355,000 ლარი შესწირეს". 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი