არავინ იფიქროს, რომ ადგილები გვაქვს - იმერეთში კლინიკებში თავისუფალი ადგილები არაა

გამოქვეყნდა:

იმერთეში, ასობით  COVID–ინფიცირებული პაციენტებისთვის კლინიკებში თავისუფალი ადგილი არ არის.

იმერეთის COVID–საავადმყოფოების ხელმძღვანელები, "მთავართან" ამბობენ, რომ თავისუფალი საწოლები არ აქვთ.

"ადგილები ამ ეტაპზე საერთოდ არ გვაქვს, კლინიკაში 45 კოვიდნფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ნახევარის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე აპარატზეა, არავინ იფიქროს, რომ ადგილები გვაქვს და პაციენტს არ ვღებულობთ, ყველა კლინიკა დაკავებულია და ძალიან ცუდ დღეშია სასწრაფო დახმარების ბრიგადა", – ამბობს კლინიკა "უნიქალ მედის" დირექტორი, შოთა მარუაშვილი.

ქუთაისის კლინიკა "ელ ჯი და კომპანიას" დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძეც ამბობს, რომ კლინიკაში მძიმე პაციენტები მკურნალობენ და ადგილები მათთანაც არ არის. ბოლო 24 საათის განმავლობაში მაღლაფერიძის თქმით, "ელ ჯის კლინიკაში" ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკის დირექტორი, გოგიტა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ მის კლინიკაშიც ორმხრივი პნევმონიით ერთი პაციენტი გარდაიცავალა. სულ დაწესებულებაში 121 პაციენტია და დღეს დილით მათთან თავისუფალი ადგილი არ იყო.

გასული 24 საათის განმავლობაში, იმერეთში კორონავირუსით 397 ადამიანი დაინფიცირდა, მათი უმრავლესობა მკურნალობას სახლში აგრძელებს.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოში 445 თავისუფალი საწოლია.

დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი