მთავარ საკითხებზე ჯერ კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს - გრიგოლ ვაშაძე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, ამბობს, რომ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

კერძოდ, უთანხმოების ერთერთი თემა ოპოზიციის მხრიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაა. 

"ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ჯერ მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს."ქართული ოცნების" მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომლებზეც ოპოზიცია ლაპარაკობს პირველი ნოემბრიდან", - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ასევე, მისი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჯერ კიდევ არსებობს.

"მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს იმიტომ, რომ მოლაპარაკება თუ არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება მძიმე დღეში", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

შეხვედრიდან გამოსული პარლამანეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მას შეთანხმების იმედი და მრავალპარტიული პარლამენტის იმედი კვლავაც აქვს, რადგან განმეორებით არჩევნებს ქართული ოცნება არ განიხილავს. 

შეგახსენებთ, რომ მესამე რაუნდი - აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით - დღეს გაიმართა. დახურული შეხვედრა დღის 11:00 საათიდან ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობდა და 5 საათზე დასრულდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი